18K Precious Crafts უფრო მეტი, ვიდრე სამკაული. ფოტოსესია დეტალებით, რომელიც იწვევს ასოციაციებს. ტრენდული სამკაული შეიძლება იყოს გაზაფხული, დღესასწაული ან უბრალოდ საყვარელი ადამიანი. თქვენ რისი დანახვა გსურთ? იხ. სრრული კატალოგი
სხვადასხვა ფორმები და დახვეწილი დამუშავება. ძვირფასი ქვები ან მხოლოდ ოქროს ფერადი როდირება. ის , რაც ყოველდღიურად აუცილებელი სამკაულია ყველა ქალბატონისთვის. იხ. სრული კატალოგი
მაჯის განსაკუთრებული აქსესუარი, რომელიც შესაძლოა ყოველდღიური ან გამორჩეული დღეებისთვის იყოს შექმნილი. თვლებს და დამუშავებას , რა თქმა უნდა , მნიშვნელობა აქვს. იხ. სრული კატალოგი
სამკაული , რომელიც ყველას, განსაკუთრებით კი ქალბატონებს , ძალიან უყვართ. ჩვენზე ჩვენი ბეჭდები საუბრობენ, რადგან ყველაზე დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვთ სხვა სამკაულებს შორის. ბრილიანტი ან სრულიად ოქრო – არჩევანი თქვენზეა. იხ. სრული კატალოგი
მაღაზია 18K Precious Crafts -ში შეგიძლიათ შეიძინოთ მხოლოდ 750 სინჯის ოქროს, ბრილიანტებისა და ძვირფასი ქვების ნაკეთობები. საიუველირო მაღაზია იტალიური ბრენდი Franco Fontana-ს ოფიციალური წარმომადგენლების მიერაა გახსნილი, რომელიც საქართველოში უკვე 10 წელია რაც ოპერირებს და 6 მაღაზიით პოზიციონირებს.
18K Precious Crafts – მთლიანად იტალიური კონცეფციის მაღაზიაა, რომლის ინტერიერის შექმნაზეც კი იტალიელმა დიზაინერებმა იზრუნეს. მსგავსი კონცეფცია საქართველოს მაშტაბით პირველია, რადგან აქ მხოლოდ 18 კარატის ანუ 750 სინჯის ოქროს ნაკეთობებია წარმოდგენილი სხვადასხვა ფერის ოქროს და ძვირფასი თვლებით.
სეგმენტი , რომელზეც ბრენდი პოზიციონირებს ამ მიმართულებით არის საშუალო და მაღალი. 18K Precious Crafts -ის ნიშას პრემიალური ხარისხის ოქროს რეალიზაცია წარმოადგენს , რაც გამოიხატება მის პროდუქციაში, მომსახურებასა და ინტერიერის დიზაინში.
წარმოდგენილი ბრენდებიდან თითოეულს აქვს თავისი უნიკალური დახასიათება და სტრუქტურა, რომელიც მარტივად გამოარჩევს სხვებისგან. ყველა ბრენდი , რა თქმა უნდა , იტალიურია და მასიურ წარმოებაში არაა, რაც კიდევ უფრო უსვამს ხაზს მაღაზიის ექსკლუზიურობასა და პრემიალურობას.
18K Precious Crafts – მეტი ოქრო თქვენს სამკაულში !
სამკაულებს, ისევე როგორც ტანისამოსს აქვს სეზონურობა და ახასიათებს ტენდენციების მიხედვით ცვალებადობა. მოდის კრიტიკოსები გვირჩევენ დიდ ფორმებს და მასიურ სამკაულებს, რომელიც ყოველდღიურ იმიჯს და თქვენი პიროვნების ხასიათს გაუსვამს ხაზს.